რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 7 889 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 161 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 8 002-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 889-ით გაიზარდა და 576 952-ს მიაღწია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 334 592 ადამიანი, მათ შორის 10 186 გასული 24 საათის განმავლობაში.