რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 8 855 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 197 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 5 725-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 855-ით გაიზარდა და 458 689-ს მიაღწია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კორონავირუსისგან სულ 221 388 პაციენტი გამოჯანმრთელდა.