რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 8 984 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 134 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 5 859-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 984-ით გაიზარდა და 467 673-ს მიაღწია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კორონავირუსისგან სულ 226 731 პაციენტი გამოჯანმრთელდა.