რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 9 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 112 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 5 971-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 985-ით გაიზარდა და 476 658 -ს მიაღწია.

3 293-ს აღწევს კორონავირუსით ინიცირებულ უსიმპტომო პაციენტთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში - 2001, მოსკოვის ოლქსა - 751 და პეტერბურგში - 326 გამოვლინდა.