რუსეთში COVID-19-ით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 929 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 212 625-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 25 133-ით გაიზარდა და 7 662 560-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 6 778 900 ადამიანი გამოჯანმრთელდა.