რუსეთში COVID-19-ით გასულ 24 საათში 6 411 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 72 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 867-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 6 411-ით გაიზარდა და 93 558-ს მიაღწია. შტაბის განცხადებით, ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტს სიმპტომები არ აღენიშნება.