რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ით 16 710 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯამში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 513 877 ადამიანს შეადგენს. 

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 229 პაციენტი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 26 050-მდე გაიზარდა.