რუსეთში COVID-19-ით რეკორდული რაოდენობის ადამიანი მოკვდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 317 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 24 952-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 15 700-ით გაიზარდა და 1 447 335-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 096 560 ადამიანი, მათ შორის 10 952 გასული 24 საათის განმავლობაში.