რუსეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

რუსეთში საცხოვრებელ სახლში აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ქალაქ იაროსლავლში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი. 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება 10-სართულიან საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად მეხუთედან მესამე სართულის ჩათვლით დანგრეულია ბინები და მიმდინარეობს მცხოვრებლების ევაკუაცია.