რუსეთში ისევ კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 069 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 231 669-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 37 930-ით გაიზარდა და 8 279 573-ს მიაღწია.

გარდაცვალებისა და გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით ორივე მაჩვენებელი რეკორდული გახდა.

რუსეთში კორონავირუსისგან 7 186 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა.