რუსეთში ჯარისკაცმა 8 ადამიანი მოკლა

რუსეთში, ზაბაიკალიეს რაიონში, სამხედრო ნაწილში ჯარისკაცმა 8 ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯარისკაცმა კოლეგებს ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

"8 სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა, ორმა სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები მიიღო", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯარისკაცი დაკავებულია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.