რუსეთში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, სვერდლოვსკის რაიონის სოფელ ბიზოვოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მაშველებმა დამწვარი სახლის ნანგრევების ქვეშ ოთხი ბავშვის ცხედარი იპოვეს. 

მეზობლების ინფორმაციით ნანგრევებში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფება.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.