რუსეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი იტალიიდან თებერვლის ბოლოს დანრუნდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ მამაკაცს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

მანამდე რუსეთში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა. ჩინეთის ორმა მოქალაქემ საავადმყოფო უკვე დატოვა. 3 ადამიანი, რომელიც საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-იდან იყო ევაკუირებული კარანტინში რჩება.