რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 771-ით გაიზარდა, რაც დღემდე რუსეთში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შემთხვევები რუსეთის 80-ზე მეტ რეგიონში დაფიქსირდა, მაგრამ შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოსკოვში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსის 595 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით 30 ადამიანი დაიღუპა.