რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID-19-ის 440 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულთა რიცხვი 2777-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი ქვეყნის 35 რეგიონში დაფიქსირდა.