რუსეთში მამაკაცმა ქალი და ორი ბავშვი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა მოსკოვში, პრიოროვის ქუჩაზე მდებარე ბინაში ცეცხლი გახსნა. ადგილობივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბინაში 4 ცხედარი იპოვეს, რომელთა შორის ორი ბავშვია. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებული მამაკაცი ბინაში შევარდა, სადაც ქალი და 2 ბავშვი იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სროლას ჩხუბი უძღოდა წინ. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.