რუსეთში მამაკაცმა საბავშვო ბაღში ბავშვი მოკლა

რუსეთის ქალაქ ნარიან-მარაში 36 წლის მამაკაცმა საბავშვო ბაღში 6 წლის ბავშვი დაჭრა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მამაკაცი დაკავებულია. საქმე საბავშვო ბაღის თანამშრომლებზე და დაცვის წევრებზეც აღიძრა. მათ სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ.