რუსეთში რადარებიდან გამქრალი An-26- ის ნამსხვრევები იპოვეს

ხაბაროვსკის მხარეში (რუსეთი) "სპარტაკის" სათხილამურო ბაზის მიდამოებში აღმოაჩინეს An-26 თვითმფრინავის ნამსხვრევები რომელიც წინა დღეს რადარიდან გაქრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბორტზე მყოფი ადამიანების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ან-26 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.