რუსეთში, საბრძოლო მასალის აფეთქების გამო, 1 600-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

რუსეთში, რიაზანის რეგიონში სამხედრო ნაწილში ხანძრისა და საბრძოლო მასალების აფეთქების გამო, 14 დასახლებული პუნქტიდან 1 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას, რუსეთის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახური ავრცელებს.

"წინასწარი ინფორმაციით, 14 დასახლებული პუნქტიდან 1 600-ზე მეტი ადამიანი იყო ევაკუირებული", - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა.

თავდაპირველად, ხანძარი რიაზანის ყოფილი სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, რის შემდეგაც საბრძოლო იარაღის აფეთქება დაიწყო. აფეთქებამ ათობით საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.