რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა

რუსეთში, კამჩატკაზე კავშირზე აღარ გამოდის თვითმფრინავი, რომლიც ბორტზე 28 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი სამგზავრო რეისს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სოფელ პალანას მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 22 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი An-26 რადარის ეკრანებიდან სოფელ პალანაში დაშვებამდე 10 წუთით ადრე გაქრა.

ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.