რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს.

 ხმების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ, „ერთიან რუსეთს“ 47 პროცენტი აქვს.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო დუმაში 5 პარტია შევა. მეორე ადგილს კომუნისტური პარტია იკავებს 20.88 პროცენტით, მესამეზე ვლადიმერ ჟირინოსვკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა 7.89 პროცენტით. მეოთხე-მეხუთე პოზიციებს კი „სამართლიანი რუსეთი“ და „ახალი ხალხი“ ინაწილებენ, რომელსაც ხმების 7.54 და  5.77 პროცენტი აქვთ.