რუსეთში შახტა ჩამოინგრა - არიან დაღუპულები

რუსეთში, ტუვის ოლქში, კერძოდ ტოჯინსკის რაიონში შახტა ჩამოინგრა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსეთის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაღაროში სულ 42 ადამიანი იმყოფებოდა. ხოლო, მაღაროს იმ ნაწილში, რომელიც დაზიანდა, შემთხვევის დროს, სამი პირი მუშაობდა. 

ორი პირი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ხოლო მესამე მეშახტე - ჩინეთის მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.