რუსეთში სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმში შიდაპოლიტიკური სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

"ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მის შიდა საქმედ განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში და დაინტერესებული მხარეების პირდაპირი, მშვიდობიანი დიალოგის გზით, მალე დასტაბილურდება",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში