რუსეთში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

როსტოვის ოლქში, რუსეთში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

შსს-ს რეგიონალური სამმართველოს ინფორმაციით, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტში რამდენიმე ადამიანს შორის კამათი მოხდა. ისინი საქონლის საძოვრებს ვერ იყოფდნენ.

სიტყვიერი დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროს ერთ-ერთმა სანადირო თოფიდან სროლა დაიწყო.