რუსეთში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ივანოვის ოლქში კონფლიქტის დროს გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული მედიის ცნობით, ორი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა. 

ბოროტმოქმედი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ კოხმაში კონფლიქტი საყოფაცხოვრებო საბაბით დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასა და სროლაში გადაიზარდა.