რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფას 1 ადამიანი ემსხვერპლა და 1 დაშავდა

რუსეთში, როსტოვის ოლქში მი-2 ტიპის კერძო ვერტმფრენმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა. გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი ერთი ადამიანი, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ძრავში შექმნილი პრობლემები გახდა.