რუსულმა სუ-34-მა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, მოწინვე-მოიერიშე სუ-34-მა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი სასწავლო-საწვრთნელი გაფრენის დროს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახდინა. ბომბდამშენი ტყიან მასივში ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა და თვითმფრინავის ჩამოვარდნას სერიოზული დამანგრეველი ეფექტი არ ჰქონია.

კატასტროფის მიზეზებისა და შედეგების შესასწავლად ადგილზე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის კომისია მუშაობს.