რვა ადამიანი დაიღუპა ხანძრის დროს ჩეხეთში

რვა ადამიანი დაიღუპა და ოცდაათი დაშავდა ჩეხეთში შშმ პირების საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს. შემთხვევა ქალაქ ვეიპრიში მოხდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად რამდენიმე საათი დასჭირდათ. მსხვერპლი, ძირითადად, კვამლისაგან სასუნთქი გზების პარალიზებით იყო გამოწვეული.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი შეაფასა, როგორც „საშინელი ტრაგედია“ და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე არ დადგენილა.