სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 40 593-მდე გაიზარდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 160 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 40 593-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 803 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 234 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

33 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 399 კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 177 322 ტესტი ჩატარდა.