საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი გახდა - PHOTO

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი გახდა. მან 278 ქულა მიიღო.

საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი მე-14 ადგილზე გავიდა.

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მომავალ 2020 წელს საბავშვო ევროვიზიას ისევ პოლონეთი უმასპინძლებს.