საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს იერონიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

82 წლის მთავარეპისკოპოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ის თავს კარგად გრძნობს.