საბერძნეთის პოლიციამ ანარქისტებისგან სამი შენობა გაათავისუფლა

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად საბერძნეთის პოლიციამ ათენში სამი შენობა გაათავისუფლა, რომელსაც ანარქისტები უკანონოდ იკავებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Ekathimerini ავრცელებს.

ანარქისტებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ავეჯი და ცეცხლსაქრობები ესროლეს. პასუხად პოლიციამ ცრელმსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს.