საბერძნეთს, შესაძლოა, პირველად ისტორიაში ქალი-პრეზიდენტი ჰყავდეს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მოსამართლე ეკატერინე საკელაროპული წარადგინა. ამჟამად ის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს ხელმძღვანელობს. ის ასევე პირველი ქალი იყო, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა. პრეზიდენტობის კანდიდატი გარემოს დაცვის საკითხებისადმი პრინციპული პოზიციითაა ცნობილი.

საბერძნეთის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში ხმის მიცემის სამი ეტაპს ითვალისწინებს. მესამე ტურში კანდიდატს 300-მანდატიანი პარლამენტის 180 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

არჩევნების საბოლოო ეტაპი თებერვლის ბოლოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.