საბერძნეთში 20 მილიონი წლის ხე აღმოაჩინეს

საბერძნეთის კუნძულ ლემნოსში, ლესვოსის ტყის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის მკვლევართა გუნდმა 8 მეტრიანი ხე აღმოაჩინა, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი წლით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაციას Greek Reporter ავრცელებს.

ხე უძველეს ნამარხში აღმოაჩინეს, რომელიცკუნძულის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს. 

გამოცემის თანახმად,  ბოლოდროინდელი აღმოჩენა არის უდავო დასტური ლესვოსის უძველესი ისტორიისა.

20 მილიონი წლის წინანდელი ხე, სავარაუდოდ, სეკვოიაა, რომელიც მარადმწვანე წიწვოვან ხეებს მიეკუთვნება.