საბერძნეთში, ატიკას რეგიონში ხანძრები მძვინვარებს

საბერძნეთის ატიკას რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ხანძრები მძვინვარებს. მათ გავრცელება ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ცეცხლი ტყის მასივებს უკიდია.

სტიქიის შედეგად სარონიკოსის თემში რამდენიმე სახლი დაზიანდა. ხანძრის კერებთან ახლოს მდებარე რაიონებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს.

კარატეაში ხანძარს 40 მეხანძრე, 16 ავტომობილი, 2 თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი ებრძვის. ნეა მაკრიში - 41 მეხანძრე, 12 ავტომობილი, 2 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი. უსაფრთხოების მიზნით გზების უმეტესობა გადაკეტილია.

ატიკას რეგიონში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.