საბერძნეთში COVID-19-ზე სკოლის მოსწავლეებს აცრიან

საბერძნეთში მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლის მოსწავლეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები იქნებიან. განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კიკილიასმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცების პროცესი 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეძენილია ვაქცინის 30 მილიონი დოზა და მაისის ბოლოს 5,4 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოხდება. მთლიანობაში 1,94 მილიონი ადამიანი სრულად იქნება აცრილი.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ პრობლემებია სკოლის მოსწავლეებში კორონავირუსის სწრაფი ტესტების განაწილებისას, კერძოდ, სწრაფი ტესტის ჩატარებას ზოგიერთი მოსწავლე ვერ ახერხებს. მინისტრმა პირობა დადო რომ ყველა პრობლემას მალევე მოაგვარებს.