საბერძნეთში ძლიერი შტორმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერი წვიმისა და ქარიშხალის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ხუთო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი ხანდაზმული ადამიანი და ერთი მცირეწლოვანია. მაშველებმა გარდაცვლილების ცხედრები მათ სახლებში აღმოაჩინეს.

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, დატბორილია სახლები და გზის სავალი ნაწილი.