საბერძნეთში ექიმებმა პაციენტებს საშობაო სიმღერები უმღერეს - PHOTO

თესალონიკში ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს საშობაო სიმღერები უმღერეს. ამის შესახებ გამოცემა Kathimerini წერს.

ისინი პაპანიკოლაუს საავადმყოფოს წინ შეიკრიბნენ და სხვადასხვა განყოფილებისთვის სხვადასხვა დროს შეასრულეს სიმღერები.

ამასთან, ექიმების თქმით, მათ პირბადეები ეკეთათ და სოციალურ დისტანციას იცავდნენ. გარდა ამისა, ისინი ფილიროს ბავშვთა სოფლისთვის შემოწირულობებს აგროვებდნენ.