საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 77 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1832-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ინფიცირებულთა 54,9% მამაკაცია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექციას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა. სულ გარდაცვლილია 81 პაციენტი.