საბერძნეთში მედიამ 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა

საბერძნეთში ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

გაფიცვა 1 მაისს უკავშირდება, თუმცა ვინაიდან ეს დიდ შაბათს დაემთხვა, აქციები გადაიტანეს. ამასთან, ქვეყნის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 1 მაისის დასვენების დღეც 4 მაისისთვის გადაიდო.

გაფიცვა არ ეხება მხოლოდ ჟურნალისტებს, რომლებიც გაფიცვას და პანდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაცია აშუქებენ.

პროფკავშირები სტაბილურ სამსახურს, თანაბარ უფლებებს, სათანადო ხელფასსა და პენსიას, უფასო დაზღვევას და სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ.