საბერძნეთში სტუდენტური საპროტესტო გამოსვლები არეულობებში გადაიზარდა

თესალონიკში საპროტესტო აქციები პოლიციელებთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ბერძენი სტუდენტები განათლების შესახებ ახალი კანონის წინააღმდეგ გამოდიან. კანონის თანახმად, პოლიციელები სტუდენტურ კამპუსებში პატრულირებას განახორციელებენ. სტუდენტებისა და რექტორების აზრით, ეს ღონისძიება უნივერსიტეტების დამოუკიდებელ სტატუსს აუქმებს.