საბერძნეთში ვაქცინირებული პირები პრივილეგიებით ისარგებლებენ

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ვაქცინირებულები არიან კორონავირუსზე, არავაქცინირებულ პირებზე მეტი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ.

"ვაქცინირებული ადამიანები ისარგებლებენ პრივილეგიებით, არავაქცინირებულებისგან განსხვავებით. თუმცა, ეს ახლა არ მოხდება, რადგან ვაქცინები არ არის ხელმისაწვდომი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ასეთი ქმედება დისკრიმინაციად ჩაითვლება. მე ვაქცინირებულ პირებს თავისუფალ მხედრებს ვუწოდებ", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციისადმი დამოკიდებულება სხვადასახვანაირია, მაგალითად, მისი თქმით, არიან ისეთებიც, რომლებიც უარს აცხადებენ ბავშვების ვაქცინაციაზე, რადგან გვერდითი მოვლენების ეშინიათ.