"საბრინას შემაძრწუნებელ თავგადასავალს" გაგრძელება არ ექნება

Netflix-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სერიალს "საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი", რომელიც Archie Comics-ის კომიქსებისა და 1990 წლებში პოპულარულო შოუს, "საბრინა - პატარა ალქაჯის" მოტივებზეა გადაღებული, გაგრძელება აღარ ექნება. კირნან შიპკას მონაწილეობით პროექტის მეოთხე სეზონი ბოლო იქნება, ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

სერიალის შოურანერმა, რობერტო აგირე-საკასმა სტუდიებს, სერიალის შემქმნელებს და მსახიობებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ პროექტზე მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო.

"მსახიობთა დასი, კირნანის თამადობით, რომელიც ყველასთვის საყვარელი მოზარდი ალქაჯის როლს თამაშობდა, აბსოლუტურ სიხარულს მანიჭებდა. მადლიერი ვარ გადამღები ჯგუფის, სცენარისტების, მემონტაჟეების, ასისტენტებისა და ყველასი იმისთვის, რომ მათ ამ დაღვრემილ ფანტაზიაში ამდენი სიყვარული ჩადეს", - განაცხადა აგირე-საკასმა.