საჭიროა კურილების საკითხის გადაწყვეტა - იაპონიის პრემიერი

იაპონიის მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას და სამხრეთ კურილების საკითხის მოგვარებას შეეცდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა.

”ჩრდილოეთ ტერიტორიების პრობლემაში წერტილის დასმაა აუცილებელი, რათა ის მომავალი თაობებს არ დავუტოვოთ”, - განაცხადა სუგამ საპარლამენტო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

იოშიჰიდე სუგას თქმით, რუსეთთან მიმართებით იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს პოლიტიკა გაგრძელდება.

კურილის კუნძულების მთელი არქიპელაგი ყოფილ საბჭოთა კავშირს 1945 წელს გადაეცა. იაპონია მათ დაბრუნებას უკვე მრავალი წელია ითხოვს.