საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციამ მაისის გამოცდები გააუქმა

საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მისი 2020 წლის მაისში დაგეგმილი გამოცდები, კორონავირუსის გლობალური გავრცელების გამო გაუქმდება. 

"ჩვენი სტუდენტების ჯანმრთელობა და მათი მომავალი ცხოვრების პროგრესი ჩვენთვის პრიორიტეტულია. ვფიქრობთ პანდემიის დროს ამ გადაწყეტილების მიღება მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა ორგანიზაციამ. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციამ საგამოცდო სესიები გააუქმა. 

გასულ წელს გამოცდაში მონაწილეობ  144 ქვეყნის 250,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. ამ გამოცდას მთელს მსოფლიოში საუნივერსიტეტო განთავსებების განსაზღვრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.