საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სადაც რუსულ მოდულ "ზვეზდაში" 2020 წლიდან რამდენიმე მცირე ბზარი გაჩნდა, ნაპრალების შევსებისა და გაჟონილი ჟანგბადის კომპენსაცია მიმდინარეობს.
ჰაერის გაჟონვის პროცესი კოსმოსურ სადგურზე 2019 წლიდან დაფიქსირდა.
მოდული " ზვეზდას" შუალედურ კამერაში პირველი ბზარი 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოდულში კიდევ რამდენიმე ბზარი არსებობს. ოქტომბერში აღმოჩენილი ნაპრალის საბოლოოდ შევსებას კიდევ 5 დღე დასჭირდება. არაჰერმეტულობის გამო ჰაერის წნევა კოსმოსურ სადგურზე დღეში 0,4 მმ-ით ეცემა. გაჟონილი ჟანგბადის კომპენსაციის მიზნით ატმოსფეროს აზოტს უმატებენ.
ჟანგბადისა და აზოტის მარაგები კოსმოსურ სადგურზეც არსებობს, მათი შევსება კი დედამიწიდან ხდება. თებერვალში სატვირთო ხომალდმა Прогресс МС-16 ადგილზე 40 კილოგრამი აზოტი აიტანა.
ამ დროისთვის კოსმოსურ სადგურზე 4 ამერიკელი, 2 რუსი და 1 იაპონელი ასტრონავტი მუშაობს.