საფრანგეთი 15 ივნისიდან "მწვანე ზონად" გამოცხადდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 15 ივნისიდან საკარანტინო რეჟიმის სრულად გაუქმება დაიწყება და ქვეყანა კორონავირუსისგან თავისუფალ "მწვანე ზონად" გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მაკრონის განცხადებით, ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს, კერზოდ აკრძალული იქნება 10-ზე მეტი პირის შეზღუდვა.

15 ივნისიდან საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ნებადართული იქნება  ევროპის ქვეყნებში გამგზავრება. ხოლო, 1-ლი ივლისიდან ფრანგებს ნებისმიერი მიმართულებით შეეძლებათ საავიაციო მიმოსვლა.