საფრანგეთი აფრიკაში კიდევ 600 სამხედროს გაგზავნის

საფრანგეთი აფრიკის საჰელის რეგიონში ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ საბრძოლველად კიდევ 600 სამხედროს გაგზავნის. „France 24-ის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ განაცხადა.

ჯამში, საჰელის რეგიონში ფრანგი სამხედროების რაოდენობა 5100 მიაღწევს.

ფრანგი სამხედროები მალიში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში განთავსდებიან და რეგიონების ქვეყნებს ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.