საფრანგეთი გვადალუპეს რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭებას განიხილავს

საფრანგეთი გვადალუპეს ავტონომიურობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა. მისი თქმით ფრანგულ-კარიბულ რეგიონში მაცხოვრებლებს ეს საკითხი აწუხებთ, შესაბამისად მთავრობა მზადაა განიხილოს მათი დამოუკიდებლობა.

გვადალუპეში რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც Covid 19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს აპროტესტებს, თუმცა დემონსტრაცია ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, რა დროსაც პოლიციამ, ისევე როგორც შეკრებილებმა ერთმანეთის მიმართ ძალა გამოიყენეს. 

მინისტრმა Youtube-ზე გავრცელებული ვიდეოს საშუალებით განაცხადა, რომ გვადალუპეს ხელმძღვანელობამ ავტონომიურობის სტატუსის განხილვა წამოწია. 

"ხელისუფლება მზადაა ისაუბროს ამის შესახებ. დებატებს მხოლოდ კარგი მოაქვს. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა გადავჭრათ გვადალუპეს მაცხოვრებლების ყოველდღიური პრობლემები", - განაცხადა ლეკორნუმ.