საფრანგეთი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში მესამე ადგილზეა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახლი ტიპის კორონავირუსით 365 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,922 დაინფიცირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29,155-ს აღწევს, ხოლო COVID-19-ს ჯამში 1,696 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებლით საფრანგეთი ევროპაში მესამე ადგილს იკავებს, იტალიის და ესპანეთის შემდეგ.